პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრიდან 6 თვე გავიდა.
Euronews-ის ინფორმაციით, ხანძრიდან 6 თვის შემდეგ საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რეისტერი აცხადებს, რომ ნოტრ-დამის აღდგენა 5 წელში ვერ მოხდება და ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ვადაში ტაძრის აღდგენა პრეზიდენტია ამბიციაა.
საფრანგეთის კულტურის მინისტრის მტკიცებით, სწრაფ აღდგენაზე მნიშვნელოვანი ხარისხიანი გაკეთებაა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტაძარში დიაგნოსტიკური სამუშაოების დასასრულებლად კიდევ რამდენიმე თვეა საჭირო.
კულტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურას ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიების ჩატარებისას კითხვები ჰქონდა ხელისუფლებასთან.
Euronews-ის ცნობით, პარიზის პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს რადგან გამოძიება მიმდინარეობს.