პარიზში 4 წლის წინ ტერაქტის შედეგად დაღუპული ადამიანები გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
პარიზის ტერაქტს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც.
“ხსოვნა იყოს მათი, ვინც, პარიზში ულმობელი თავდასხმის დროს სიცოცხლე დაკარგა. ნატოს წევრი ქვეყნები ერთად დგანან საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად”,_ განაცხადა სტოლტენბერგმა.
2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტს 130 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო საფრანგეთში 2 წელი საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის სამოქალაქო საბჭო დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად “ხსოვნის ბაღის” გაკეთებას გეგმავს.