პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.
ლიდერები საფრანგეთის დედაქალაქში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე არიან ჩასულები.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტით საფრანგეთში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფება. მანამდე ის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელმაც ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.