პარიზში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაა. აღნიშნულ ინფორმაციას RT.COM ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პოლიციელებს, რომლებიც გზის გადაკეტვას ცდილობდნენ ყუმბარები ესროლეს, რის შემდეგაც, სამართალდამცავებმა სიტუაციის განსამუხტად ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, დაპირისპირების შედეგად ერთი პოლიციელია დაშავებული.
როგორც ცნობილია, დემონსტრანტები პარიზში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს აპროტესტებენ.