საქართველოს იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი სამგორის #86-ე უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, ხაბარელს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის სტატუსი აქვს, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.
„საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის პირი. საია მიმართავს ცესკოს, შოთა ხაბარელს გაუუქმოს დამკვირვებლის სტატუსი“,_ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.