პარლამენტის ბიურომ 28-31 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა.
მომავალ კვირას, „მინისტრის საათის” ფორმატში, კანონმდებლები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ.
პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ჯგუფებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მიმართვები პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო.