საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” რიგგარეშე სესიის 29 ივნისის პლენარული სხდომაზე 117 ხმით, საბოლოო – მესამე მოსმენით მიიღო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა საკონსტიტუციო ცვლილებებზე “გურია ნიუსთან“ საუბრობს.
“საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილება ისტორიულ მნიშვნელობას იძენს რამდენინე გარემოების გამო:
1. საქართველოს უახლეს ისტორიაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო შელეოდა მმართველი ძალისთვის პოლიტიკურად კომფორტულ საარჩევნო სისტემას. ეს შეძლო “ქართულმა ოცნებამ“;
2. აღნიშნული ცვლილებით საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად მიახლოებულია პროპორციულთან. ჩამკეტი მექანიზმის ამოქმედებით არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ვერ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 40 % მეტს არ ექნება მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება. ეს პარლამენტის შენადგენლობას ამომრჩეველთა პოლიტიკური სიმპატიებთან მაქსიმალურად მიახლოებულს გახდის.
3. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით აზრს კარგავს რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური სპეკულაციები და ქვეყანა გადადის ნორმალურ საარჩევნი რეჟიმში.
ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ევროკავშირისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებმა რისთვისაც როგორც მერი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მადლობას ვუხდი. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო გერმანიის ელჩს ბატონ ჰუბერტ ქნირშს, რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული პოლიტიკურად ბეცი და შინაარსით უხამსი განცხადებების გამო.
ქართველებს კარგად გვახსოვს გერმანიის სახელმწიფოსა და გერმანელი ხალხის მიერ გაწეული ძალისხმევა ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ წლებში, რიმელიც დღესაც გრძელდება“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ირაკლი კუჭავამ.