გუშინ, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და პარლამენტის წევრ ნინოს წილოსანის ბიუროს ორგანიზებით საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირზე და ვიზა ლიბერალიზაციაზე ისაუბრეს.
შეხვედრას დეპუტატი წილოსანი, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი და NDI-ს საქართველოს წარმომადგენელი დიანა ჩაჩუა უძღვებოდნენ.
ღონისძიებაზე, რომელსაც საჯარო მოხელეები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ ვრცლად ისაუბრეს ევროკავშირზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზა ლიბერალიზაციის დადებით მხარეებზე და იმ დღის წესრიგზე, რომელსაც საქართველო მიჰყვება.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააკრიტიკა, დაინტერესდა, რატომ არ აშუქებს ასეთ ღონისძიებებს ხალხის მიერ დაფინანსებული არხი და დეპუტატს სთხოვა ამ თემას მიხედოს.
„უკაცრავად, თქვენ ოპოზიციის წარმომადგენელი ხართ?“ _ ჰკითხა გამგებელს ნინო წილოსანმა, რაზეც ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, რომ ის საქართველოს წარმომადგენელია.