პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან შვიდი კარავია. როგორც აქტივისტები აცხადებენ, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დაამატონ.
კარვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას და სამოქალაქო აქტივისტებს ეკუთვნით.
მათივე განმარტებით, პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა. ისინი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.