პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” ლოგოიანი ლურჯი პირბადით მივიდა,
ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, მომხდართან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე “კანონის შესაბამისად იმოქმედებს”.
“პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი”, _ თქვა ნათია იოსელიანმა.
ფოტო: ipn.ge