პარლამენტს ფარული კენჭისყრით 6 კანდიდატს შორის ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ ერთი ვაკანსიის შევსება მოხდა, რომელიც ოთხი წელია თავისუფალია და რომელზეც წევრის არჩევას კანონმდებლები ვერ ახერხებდნენ. ამის მიზეზი მაღალი – 2/3-იანი კვორუმი და დეპუტატებს შორის შეუთანხმებლობა იყო, თუმცა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებებით, 2/3-იანი კვორუმი შემცირდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის არჩევა ხმათა 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მოხდა.
რაც შეეხება დანარჩენ წარდგენილ კანდიდატებს, პარლამენტისთვის ასარჩევად შემდეგი კანდიდატები იყო შეთავაზებული: – ”ადამიანის უფლებები საზღვრების გარეშე“-სა და ”საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის“ მიერ – იგორ კოპალიანის კანდიდატურა; ”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ – ამირან ზენაიშვილის კანდიდატურა; ”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” მიერ – ცისმარი ონიანის კანდიდატურა; ”ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის“ მიერ – მარიამ ცისკაძის კანდიდატურა; ”ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ მიერ – გრიგოლ გაგნიძის კანდიდატურა.