საქართველოს პარლამენტმა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის შემადგენლობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტში გუშინ დაიწყო.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ასეთია:
პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე; შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია; ეკონომიკის მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი
ფინანსთა მინისტრი – მამუკა ბახტაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე
განათლების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ზურაბ ალავიძე; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – კახი კახიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი.