მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. სხდომაზე რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა. ახალ მთავრობას მხარი პარლამენტის 89 წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.
ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.