„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი პარლამენტმა ერთი მოსმენით, 82 ხმით მიიღო.
კანონპროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გრეტა წიწავამ წარადგინა.
კანონპროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
კერძოდ, სახელმწიფო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ და დაამტკიცონ 2025 წლის 1 ივნისამდე, ნაცვლად 2024 წლის 1 მაისისა.