პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი დაამტკიცეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლია შავგულიძის კანდიდატურას დეპუტატებმა 52 ხმით დაუჭირეს მხარი.
ლია შავგულიძის კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ოპოზიციის კვოტით იყო წარდგენილი.