საქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 ხმით დაუჭირა.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა.
„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს 34-მა წევრმა დაუჭირა.