“პარლამენტში არ შევედი და ციხეში, მითუმეტეს არ შევოდიდი, არც შევდივარ”, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გადაცემა “მთავარ დებატებში”.
“პარლამენტში არ შევედი, იმიტომ, რომ რბილად რომ ვთქვა, ეს მიმაჩნდა ძალიან არასწორ ნაბიჯად, პარლამენტში არ შევედი და ციხეში, მითუმეტეს არ შევიდოდი, ხოდა არც შევდივარ. მიმაჩნია, რომ დღეს შიში არის მართლაც დანაშაული. გავიმეორებ, 3 კვირის წინ პარლამენტში რომ შევსულიყავი ალეკო ელისაშვილთან ერთად, არ მგონია, დღეს ვყოფილიყავი სანქცირებული და დაჭერის ზღვარზე”, – თქვა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოპოზიციის წევრები პარლამენტში შეეყვანა.