პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც რამდენიმე კანონპროექტების განხილვა იგეგმება.
მათ შორის „შრომის კოდექსში“ მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.
4 აპრილს მთავრობამ პარლამენტს მიმართა, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ დაწესდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გასული წლის ბოლოს წმინდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.