პარლამენტში ხვალ, 10 მარტს, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება.
საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომა 11:45 საათზე გაიმართება, პლენარული კი, 12:00 საათზე.
ცოტა ხნით ადრე, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვეს.
ამჟამად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად გააფორმოს პოლიტიკური გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის „ჩაგდების” შესახებ.
9 მარტს საქართველოს პარლამენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართებოდა.