პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატები გააკრეს და „ბიძინას ბოსტანი“ დააწერეს.
მათ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკანონმდებლო ორგანოს წინ ტერიტორიის შემოღობვა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყების მიზანი პროტესტის შეჩერებაა, რადგან ხელისუფლებას აქციების ეშინია.
მოქალაქეებთან ერთად პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.