ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის გასამართად ემზადებიან.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბება ხალხი, აქციის მონაწილეებს ხობიდანაც შემოუერთდნენ მხარდამჭერები.
პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის შვილი დეკემბერში მოზარდებს შორის მომხდარ ჩხუბს ემსხვერპლა. მოზარდის მამა თვლის, რომ დამნაშავეები კანონს მიღმა არიან დარჩენილები და ხელისუფლებას სამართლის აღსრულებას სთხოვს.