პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა – სამართალდამცველები იმყოფებიან როგორც ჩიტაძისა და 9 აპრილის, ისე ჭიჭინაძის ქუჩებზე. ისინი პარლამენტის შესასვლელებთან არიან გამაგრებული.
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო საზოგადოების წევრები იმყოფებიან, რომლებიც აქციაზე “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მივიდნენ.
რუსთაველის გამზირისკენ მიემართება სამი პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების მარშიც.