“პუბლიკას” ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 3 ადამიანი დააკავა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია გზას ათავისუფლებდა, რა დროსაც მოქალაქეები „არ დაემორჩილნენ”.
„პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გზას კეტავდნენ ხელოვნურად, იდგა 5 ადამიანი და გზას კეტავდნენ. მოუწოდა პოლიციამ, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ და მიიღეს რეაგირება”, – თქვა ბზიშვილმა „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.
„პუბლიკის” რეპორტიორის მიერ გადაღებულ დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიცია მოქალაქეებს ტროტუარზე აკავებს.