ამ წუთებში გურიის გუბერნატორთან შეკრებლი იყვნენ გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც თანახმადაც შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, უარყო გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების პირველ პირებს “ფაროსანასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე” ესაუბრა.
გუბერნატორისგან განსხვავებული ვერსია მოგვაწოდეს შეხვედრიდან გამოსულმა პირებმა _ მათ დავდაპირველად აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. თუმცა, შემდეგ “ჩვენება” შეცვალეს და თქვეს, რომ ფაროსანაზე ისაუბრეს.
“გურია ნიუსი” შეეცადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან დაეზუსტებინა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შეხვედრაზე საუბარი ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია ‘ქართული ოცნების” მიერ, ახალგაზრდებისთვის სოლიდარობის გამოხატვის საკითხაც შეეხო. სარიშვილს ამ ფაქტის შეფასებაც ვთხოვეთ, თუმცა, აღნიშნა, რომ ამაზე არაფერი იცოდა.
_ არ ვფლობ ამასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გუშინ სახლში გვიან დავბრუნდი და არაფერი ვიცი, _ გვითხრა სარიშვილმა.
არადა, ამ საუბრამმდე რამდენიმე წუთით ადრე, “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ფრაქციის წევრების გადაწყვეტილება შეხვედრასთან კავშირში არ იყო და ისიც თქვა, რომ “ოცნების” ფრაქციის წევრები ქუჩაში გამვლელებს შეხვდნენ.