პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან, სახელმწიფო დაფინანსება უნდა შეუწყდეთ. ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
“ლოგიკურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რაც უკავშირდება არჩევნებს და მიღებულ მანდატს, ეს არის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, ამ შემთხვევაში მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზეც. ამაზე ალბათ პარლამენტი იმსჯელებს”, – განაცხადა კობახიძემ.