სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თხოვნით, რომ რუსეთმა და სომხეთმა დაიწყონ კონსულტაციები სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმებზე.
პაშინიანმა პუტინს წერილი მაშინ გაუგზავნა, როცა საომარი მოქმედებები სომხეთის საზღვარს მოუახლოვდა.