დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედმა პასქის ფესტივალს უმასპინძლა. სადღესასწაულო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აღდგომის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპოზიცია _ ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები. გაიმართა პასქის გამოფენა-დაგემოვნება, ასევე, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ინდივიდუალურმა ავტორებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა.
ფესტივალში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ სალომე ტყეშელიაძე, ასევე, ფესტივალის მონაწილე უცხოელი სტუმრები პორტუგალიიდან და პოლონეთიდან. ნომინაციაში „ტრადიციული კომპოზიცია“ დაჯილდოვდა ოზურგეთის დრამატული თეატრი, მაია დოლიძე და ნინია სვანიძე. ნოვატურული კომპოზიციისთვის პრიზი გადაეცა ანასტასია კვირჩილაძეს, ნათია მკურნალიძეს და „საქველმოქმედო ასოციაცია გურიას“. ნომინაციაში „შემოქმედებითი ოჯახი“ გაიმარჯვა გალინა წიტაიშვილმა და საბავშვო სტუდია „ბინულმა“. პრიზი „მხატვრული კომპოზიციისთვის“ გადაეცა მაია თავამაიშვილს, „თოჯინების თეატრს“ და მანანა სიხარულიძეს. „საუკეთესო კომპოზიცია _ გემო და დიზაინი“ დაჯილდოვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება და „მომავლის სხივი“. ფესტივალის გრამპრი გადაეცა „მოდერნი 2009“- ის ხელმძღვანელ ირინა ინარიძეს.
ფესტივალზე თექაზე შესრულებული ნამუშევრებით წარდგნენ საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ ბენეფიციარები.
პასქის ფესტივალის ავტორი და დამფუძნებელია ჟურნალისტი ლია კილაძე, რომლის ინიციატივიითაც ფესტივალი ოზურგეთში წელს მეექვსედ მოეწყო. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ასევე, ა(ა)იპ. „კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.












































































