Developed By Web Features 2024 © All rights reserved
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ურჩევს, მიმდინარე პროცესებზე საუბრისგან თავი შეიკავოს.
ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია ვანო ზარდიაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„პასუხის ღირსად არ ვთვლი, თუმცა საუბარს არ ვურჩევ. მისთვის იქნება სასარგებლო“, _ განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეკა ბესელიას პრესკონფერენციის შემდეგ კომენტარი გააკეთა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა.
„მე მესმის, რომ საზოგადოებას აქვს ძალიან მაღალი ინტერესი. მე ვაკვირდები პროცესებს და უახლოეს მომავალში ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურად გავცემ პასუხს, ყველაფერზე გავაკეთებთ დეტალურ განმარტებას. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მე არ დავარღვევ გუნდურობის პრინციპს და წინასწარ არ გავაკეთებ რაღაც განცხადებებს. გუნდში არის ცოცხალი პროცესი. დაველოდები გუნდის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მერე ყველაფერზე გაგცემთ პასუხს,”- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved