მუსიკოსი ლევან ჩხაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ათასობით ადამიანი 1 წელია ელის, როდის დაუბრუნდება თავიანთ საქმეს… მთავრობას არ აქვს არანაირი გეგმა მოქალაქეებთან მიმართებაში. არ არის პასუხი, როგორ ვიცხოვროთ მომავალში.
სამაგიეროდ, არის მხოლოდ აკრძალვები… მიკრძალავ _ გემორჩილები, მაგრამ პასუხს ვითხოვ, როდემდე, რა გზით, რა სახსრებით ვიარსებოთ! დამანახე რაღაც თანადგომა, მანახე რაიმე გეგმა, რითიც ადამიანების ყოფაზე ზრუნვაზე ვისაუბრებთ და არა მხოლოდ აკრძალვაზე!
ამ ყველაფრის ფონზე დღევანდელი გადაწყვეტილება,19 მარტიდან დაიშვას ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში, ოღონდ კომენდანტი საათის პირობებში _ არის მხოლოდ დაცინვა და მეტი არაფერი!
ეს საკენკი დაიყარეთ იმ რესტორნებში, რომლებიც პოლიტელიტას ემსახურება, როცა ჩვენ სახლებში ვართ გამოკეტილი! მოთმინებასაც აქვს საზღვარი!“ _ წერს სოციალურ ქსელში ლევან ჩხაიძე.