ლანჩხუთი 5 წლის ბიჭს გლოვობს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე ავრცელებს.
„საშინელება გვჭირს მთლიანად ლანჩხუთს. ყველაფერი უფერული გახდა.
პატარა ანგელოზი… გაფრინდა… რა დაუნდობელი და სასტიკია ხანდახან სამყარო. დედას არ უნდა უკვდებოდეს შვილი. თან ასეთი პატარა… კეთილი, წესიერი, პატიოსანი ოჯახის შვილი, ამხელა საშინელებას არ იმსახურებდნენ.
მშვიდად განისვენე ოქროს ბიჭო. ოჯახს ღმერთო გამძლეობა მიეცი,” _ წერს სოციალურ ნინია ბარამიძე.
როგორც უკვე ვწერდით, ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში მოხდა.
“სტუმრად იყო სოფელში. ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა”,_ განუცხადა “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.