მიხელ სააკაშვილი კვლავ “ვივამედში” განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა, ოჯახის შეფასებით, მძიმეა.
ცოტა ხნის წინ ყოფილი პრეზიდენტი გიული ალასანიამ მოინახულა. ჟურნალისტებთან მან მცირე კომენტარი გააკეთა სადაც თქვა რომ სიმპტომები უცვლელია – უმადობა, ტემპერატურა და სისუსტე, რაც. მისი თქმით, უკვე დასმული რამდენიმე დიაგნოზის ფონზე, მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს.
“საშინელი სისუსტე და კვება როგორია, იცით? – პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს ვიდრე ეს, ერთ ლუკმას მოკბეჩს და მერე გადადის წყალზე, ჩაიზე…
ძალიან მალე იღლება, უყურებს საშინელებას რაც ხდება უკრაინაში, ბახმუტის ამბებს,” – თქვა ალასანიამ.
წყარო: rustavi2