ლანჩხუთში, მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში, პატარა გაბრიელის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება მიმდინარეობს. აქცია ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნათია დობორჯგინიძის ორგანიზებით ტარდება.
„დღევანდელი დღე ეკუთვნის პატარა გაბრიელს, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ეს ღონისძიება ჩიბათის სკოლაში დაიგეგმა და საბედნიეროდ,სხვა სკოლებიც შემოგვიერთდნენ. მჯერა, ერთად დგომით ჩვენ შევძლებთ, პატარა გაბრიელი ვერაგ დაავადებას გამოვტაცოთ”,_ ამბობს ნათია დობორჯგინიძე.