პატარას გაბრიელი დაარქვეს, დედის რძეს მიირთმევს და კარგადაა! სრულიად უცხო ორი იტალიელი ადვოკატი გამალებული იცავდა დედას, რომ სიბრალული მიეტანათ მოსამართლის გულისყურამდე და დედა შვილი ერთად დარჩენილიყვნენ!…
ეს ქვეყანა ჰუმანურზე მეტია! დანდობა როგორც ასეთი ! გაგება როგორც ასეთი…რომლის გაგება ქართველებს ნაკლებად გაუჭირდათ , მითუმეტეს მათ ვისაც დედა ქვიათ და მშობიარობა გადაუტანიათ და კიდევ მეტად განიკითხავდა ის, ვისაც მუცელში დაუნდობლად ყავს მოკლული შვილი და ეგ შესადარებელი არააო, მათი საქციელს გამართლება აქვთ…
არ უნახიათ დაბადებული და გამეტება დასაშვებია თურმე! დაუსრულებელი საკითხია და სადაო! საბოლოოდ ვსაუბრობ: ყველაფერი იმაზე მეტად კარგად დალაგდა, ვიდრე ლინჩის წესით გასასამართლებლად მზად მყოფ საზოგადოების ნაწილს ეგონა…
იტალიამ დაიცვა დედა და შვილი, სრულიად უცხო ორმა ადვოკატმა დაიცვა…
გაბრიელი დედის გულზე მინაბული მიირთმევს რძეს…. უფალმა გაზარდოს…
სხვა ჩვენი საქმე არაა! ინფორმაციისთვის მადლობა ქართველ თარჯიმანს ქალბატონ თამარ თოფჩიშვილს.
ტარანტო! _ წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი ფიქრია კუჭუხიძე.