“ქართული ოცნების” თავმჯდომარის შემდეგ, ამჯერად ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არასდროს ჰქონია სურვილი შოვში, სტიქიას გადარჩენილი ადამიანებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. მისი თქმით, პატიებას ითხოვს, თუ ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ვინმეს ღვაწლი დააკნინეს.
“მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზების გავრცელება შემდგომ და ეს ქმნის გარკვეულ არასრწორ შთაბეჭდილებებს და არასწორ აღქმებს. ის რაც თქვა გუშინ ირაკლიმ აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად რაც ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტურილი იყო. არავისა რ გვქონიდა არც პირველ დღეს, არც მეორე დღეს და არც არსდროს, სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი, ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვეკნინებინა. ეს თქვა, და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი,რაც გააკეთა ირაკლიმ და რასაკვირველია მე ამ განცხადებას ვუართდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არამც თუ უბრალოდ გადარჩა, პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა, თუმცა რასაკვირველია არ უნდა დაგვავიწყდეს და აქაც უნდა ვთქვათ, არც ირაკლის და არც მე არასდროს არ გვქონია ამის განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ნამდვილად არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება, პატიებას ვითხოვთ თუკი ვინმეს ასე გამოვიდა და ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ”, _ თქვა სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, სარჯველაძემ 3 დღის წინ თქვა – “თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, აი ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი უბრალოდ, შეიძლება რამე კონკრეტული მიზეზი კიდევაც არსებობს”.