ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის #4 დაწესებულების პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის, ამავედაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო.
სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2008-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების – ი.ჭ-ს,თ.გ-ს, ლ.კ-ს და გ.გ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ მოპყრობას, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაშიჩაყენებას. კერძოდ, ზუგდიდის N4 დაწესებულებაში შესახლებისას ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათსიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიურიხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება. პატიმრებს ასევე უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისადა მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის დადასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულებისადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე.
სასამართლო განხილვისას დაიკითხა 70-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულებისდეპარტამენტის N4 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ი.ჭ., თ.გ., ლ.კ., და გ.გ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,დ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და სასჯელის სახედ და ზომადგანესაზღვრათ თითოეულს 4 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონისსაფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცრდათ ერთი მეოთხედით და საბოლოოდ თითოეულს განესაზღვრათ 3 წლით და 6 თვით თავისუფლებისაღკვეთა. ასევე 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.