რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიის (IK-19) რამდენიმე პატიმარმა ტყვედ აიყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები. ამის შესახებ TASS-ს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურმა განუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა მძევლები მაშინ აიყვანეს, როცა ციხეში დისციპლინარული კომისიის სხდომა მიმდინარეობდა.
გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლულია, ხოლო რამდენიმე დაჭრილი. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.
მკაცრი რეჟიმის კოლონია N19 ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ სუროვიკინოში მდებარეობს. ის 1 200-ზე მეტ პატიმარზეა გათვლილი.