აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას, დგანან ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.
„პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა ხალხების საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი