“რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ, მერწმუნეთ, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან რეგლამენტით გათვალისწინებული წესები.
„ბატონო თავმჯდომარევ, მინდა, გთხოვოთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ 11 საათს ჩვენ აქ უკვე ვიდექით და ეს იყო სულ 1 დღის წინ, დღესაც აქ ვდგავარ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ელემენტარულად ხალხზე უფრო მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.