საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 85 წლის იუბელსთან დაკავშირებთ, საპატრიარქოში ტრადიციული მიღება არ გაიმართება
როგორც ,,გურია ნიუსს“ საპატრიარქოში განუცხადეს, პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში ტრადიციული მიღება, რომლის დროსაც მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები უწმინდეს და უნეტარეს იუბილეს ულოცავდნენ, არ გაიმართება. ასევე, არ გაიმართება იუბილესთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებებიც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს დღეს 85 წელი შეუსრულდა
პატრიარქი ილია მეორე 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.