პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია და მას PCR ტესტირება ჩაუტარდა, _ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმა ცისანა შარტავამ განაცხადა
„შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხია საეჭვო დადებითი. ახლა დილით კიდევ აიღეს ანალიზი და PCR ტესტი 15:00 საათისთვის დამთავრდება, მერე იქნება საბოლოო პასუხი. პირველი პასუხი წუხელ გვიან იყო“, – განაცხადა გურია ნიუსთან ცისანა შარტავამ.
როგორც 7 იანვარს, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია, შორენა თეთრუაშვილს შეხება ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად ის იზოლაციაშია.
საყურადღებოა ისიც, რომ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 4 იანვარს შორენა თეთრუაშვილის სინოდის სხვა წევრებთან ერთად პატრიარქის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, ღონისძიებას ესწრებოდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძეც.
..გურია ნიუსი“ ესაუბრა ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე გრიგოლ კაციას, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქის დაბადების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდა. დაუკავშირდა მეუფეებსაც, რომლებიც პატრიარქის დაბადების დღეს ესწრებოდნენ. მისივე თქმით, ეპარქიაში ყოველკვირეულად ატარებენ ტესტირებას, ხოლო სინოდში არსებული მდგომარეობა კი მისთვის უცნობია
რაც შეეხება სხვა მღვდელმთავრებს, ისინი აცხადებენ, რომ მათი ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა, ნაწილმა კი ტესტირება ჩაიტარა.

































































