რუსეთის პატრიარქმა კირილმა საკვირაო ქადაგებაზე თქვა, რომ “სამხედრო მოვალეობის შესრულებისას სიკვდილი ყველა ცოდვას წმენდს”.
“ჩვენ ვიცით, რომ დღეს ბევრი იღუპება შიდა ომის ველებზე. ეკლესია ლოცულობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ამ ძმათამკვლელ ომში რაც შეიძლება ნაკლებმა ძმამ მოკლას ერთმანეთი. ამავდროულად, ეკლესიამ იცის, რომ თუ ვინმე მოვალეობის გრძნობითაა, ფიცის შესრულების აუცილებლობა ამოძრავებს, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, მაშინ ის უდავოდ მსხვერპლის ტოლფასია. ის თავს სწირავს სხვებისთვის და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ეს მსხვერპლი შლის ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა“,– ამბობს პატრიარქი კირილი.
ავტორი