ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე, წაიკითხეთ 117-ე ფსალმუნი, – პატრიარქის მრევლისადმი მიმართვას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის თქმით, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისთვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
მორწმუნე ერს კი მინდა მივმართო, რომ ყოველდღიურად მთელი გულით და, შესაძლებლობისამებრ, ხშირად წარმოსთქვით უფლის სადიდებელი შემდეგი მცირე ლოცვა: ,,ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო! ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო! ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“…… ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე, წაიკითხეთ 117-ე ფსალმუნი.
საერთოდ, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა. ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები. ღმერთმა ყველა შეიწყალოს და თაბორის ნათლის მადლით განაბრწყინვოს.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ“, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.