ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომიამ მოულოდნელად მეხუთე პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ლომია მიიჩნევს, საზოგადოებამ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იძულებით აირჩია.
„ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. პარტიის პოზიციაზე ვერ გესაუბრებით. თუ „პატრიოტთა ალიანსიდან“ რომელიმე ლიდერი მივა, ეს მისი საქმეა.
ვფიქრობ, რომ ალბათ, არეულობას აარიდეს თავი. არ ვთლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია“,_აღნიშნა ლომიამ.
საპრეზიდენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსი“ სალომე ზურაბიშვილს უჭერდა მხარს, ამ უკანასკნელის გამარჯვების მიზნით კი, პარტია თბილისში ფართომასშტაბინი აქციის ავტორიც იყო.