ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე “პატრიოტთა” ალიანსის” წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან.
როგორც “გურია ნიუსს” პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ განუცხადა, საპროტესტო აქცია პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით ცოტა ხანში დაიწყება და აქ შეკრებილი ადამიანები მიაღწევენ იმას, რომ ხელისუფლება თუ გონს არ მოვა, მმართველობას ჩამოაცილონ.
კითხვაზე, თუ რატომ ატარებს პარტია აქციას ცალკე და არა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, თევდორაძე ამბობს, რომ ისინი აქციებს ყოველთვის ცალკე ატარებდნენ და ეს აქციაც დამოუკიდებლად დაგეგმეს. იგი აღნიშნავს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ყოველთვის ბრძოლა ჰქონდათ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, აქციას მათთან ერთად ვერ გამართავენ.