26 ივლისს ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში პატრიოტთა ალიანსის წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა მანდატურების ინსტიტუტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მანდატურები ევროპაში პირველად ნაცისტური პარტიის მმართველობის დროს გაჩნდა.
მისი თქმით, საქართველოში მათი გამოჩენა “მომავალი თაობის „გამოლენჩებას” ემსახურება. ოთარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ განათლების კანონით მასწავლებელს მოსწავლისთვის შენიშვნის მიცემა ეკრძალება.
ოთარაშვილის განცხადება დეზინფორმაციაა, გერმანიის სკოლებში მანდატურის სამსახური არ არსებობს.
ინფორმაცია ასევე არ იძებნება ნაცისტური მმართველობის პერიოდში მანდატურების შემოყვანაზე.
ევროპის კონტინენტზე მანდატურის თანამდებობა კი ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში ბიზანტიის სამეფო კარზე არსებობდა, საქართველოს ისტორიულ წყაროებში კი მეცხრე საუკუნიდან იხსენიება. რაც შეეხება განათლების შესახებ კანონს, ის კრძალავს არა შენიშვნის მიცემას, არამედ მოსწავლის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას.
წყარო : .mythdetector