https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პატრონი რომ არ გვყავს, იმიტომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში!”

19:16; 22.04.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

15 აპრილს, ოზურგეთის ჭადრების ბაღში, დაანონსებული განცხადების საფუძველზე, ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების და მოსახლეობის ის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც ორგანიზაცია “ალტ-ინფოს” ფუნქციონირების წინააღმდეგ მკვეთრ პროტესტს გამოთქვამენ.

სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა წევრმა, ირმა გორდელაძემ განაცხადა, რომ “ალტ-ინფოს” ოფისების გახსნას ხელისუფლება “უნთებს მწვანე შუქს”. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ასე ღიად მოქმედებას ვერ გაბედავდნენ.

გორდელაძემ, ასევე, თქვა, რომ მის მიმართ და, ზოგადად, პროტესტის გამომხატველთა მისამართით, ბევრი შეურაცხმყოფელი შეფასება ისმის:

_ ისიც თქვეს, ამ ქალს გაბზარულ ვედროსავით რომ აქვს თავი და ყვირის, პატრონი არ ჰყავსო? აკლიაო. მე რომ პატრონი არ მყავს, იმიტომ ვარ აქ, იმიტომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში, თორემ რა მინდა აქ? მე რომ მაკლია, კი ვიცი, მაგრამ შენ, ვინც ჩირგვში ზიხარ, მითხარი, რა გააკეთე ამ ქვეყნისთვის, _ ჩვეული მიმართვით დაიწყო გორდელაძემ აქცია და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს. შემდეგ კი შეკრებილი, ტრანსპარანტებით მოსული საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები თაყაიშვილის ქუჩისკენ დაიძრნენ, სადაც “ალტ-ინფოს” ოფისია გახსნილი.

მსვლელობისას აქციის ორგანიზატორები მოუწოდებდნენ ერთმანეთს, ტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელი არ შეეშალათ. აქციას თვალს ადევნებდა და პროტესტის მონაწილეებთან ერთად, თაყაიშვილის ქუჩაზე, გადადგილდებოდა პოლიციაც.

გზა და გზა ისმოდა, როგორც აქციის მხარდამჭერთა, ისე მოწინააღმდეგეთა რეპლიკები.

_ შემოგვიერთდით, გამოხატეთ მხარდაჭერა. არა რუსეთს! ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას! _ ისმოდა შეძახილები.

_ მაგ ჭკუაზე ვარ ახლა, თქვენ შემოგიერთდეთ, _ გასძახეს თაყაიშვილის ქუჩაზე გავლისას აქციის მონაწილეებს.

_ რუსულ ხომალდს მისდიე, მაშინ, _ პასუხობდნენ გორდელაძე და აქციის სხვა მონაწილეები ასეთი რეპლიკების ავტორებს.

თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც “ალტ-ინფოს” ოფისია გახსნილი, ოჯახის ჭიშკრის გასწვრივ და მიმდებარედ პოლიციის კორდონი იყო ჩამწკრივებული, სახლიდან კი ისმოდა ქართული საგალობლების მელოდია. სახლის ფასადზე გამოკრული იყო ჯვრის გამოსახულებიანი ბანერები.

_ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სატანა ჯვრით არის მოსული. ამ ხალხს ტვინს ურევს პუტინის ხელის ბიჭი მორგოშია და მისი თანამოაზრეები, მთავრობა კი მწვანეს უნთებს. ჩვენ არ გვძულს ეს ადამიანები, მაგრამ ფარისეველი მორწმუნეებიც არ გვინდა ჩვენს გვერდით. ვითომ ჩვენზე უფრო უყვართ ქრისტე და უფრო იციან ქრისტესმიერი სიყვარული? სწორედ ამათი ჯვრის ქვეშ არის შემალული საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების იდეა! არ დავუშვებთ ამას! _ მეგაფონით ხელში მიმართა მათ გორდელაძემ.

_ ზუსტად ასი წლის წინ, სერგო ორჯონიკიძემ თქვა, რომ მშვიდობა სურდათ და მშვიდობა დაამყარეს. ახლა, ასი წლის შემდეგ, სწორედ ასე გვეუბნებიან _ ომი გინდათ? მშვიდობაა საჭიროო. ჩვენ ომით და შრომით მოვედით დღემდე და ასე გავაგრძელებთ, _ თქვა ოზურგეთელმა ვანო გოგოლაშვილმა, რომელიც ანა დოლიძის პარტიის წევრია.

აქციაზე, პროტესტის გამოხატვისას, თითოეული გამომსვლელის სიტყვებში ისმოდა, რომ არ დაუშვებდნენ გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში “ალტ-ინფოს” ოფისის გახსნას, რომელიც, მათივე თქმით, რუსული იდეის გამტარებელია საქართველოში და ქვეყნის რუსეთთან მიერთებას ემსახურება.

ახლად დაარსებული სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრები, რომლებიც ოზურგეთელი ახალგაზრდები არიან, ამბობდნენ, რომ ყველაზე ამაზრზენი იყო, როდესაც “ალტ-ინფოს” დაფუძნების შემდეგ, ოჯახის (ვის სახლშიც “ალტ-ინფოს” ოფისი გაიხსნა) შვილიშვილი, რომელმაც ბანერი ჩამოხსნა და უკრაინის დროშა გამოფინა, პოლიციაში დაიბარეს.

_ სამი დღეა, რაც აქ, თაყაიშვილის ქუჩაზე, “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი გახსნეს. მათ საოფისედ სახლი ციცო ხუჭუამ მიაქირავა. ოჯახის შვილიშვილმა, ილია თაყაიშვილმა ბებიას გადადგმულ ნაბიჯს პროტესტი გამოუცხადა _ “კონსერვატიული პარტიის ” ბანერი ჩამოხსნა და საქართველო-უკრაინის დროშა გადმოფინა. მალე ხუჭუამ ეს დროშები ფანჯრიდან გადმოყარა. შვილიშვილი კი პოლიციაში დაიბარეს. ვაი, სირცხვილო! _ ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

_ აი, ასეთი ხალხია ესენი. პროგრესულმა ახალგაზრდამ გააპროტესტა მის ოჯახში “ალტ-ინფოს” ოფისის გახსნა. მისსავე სახლში შესულმა, ამ ორგანიზაციის წევრებმა კი უჩივლეს. ჩვენ მას მხარდაჭერას ვუცხადებთ, _ ხმამაღლა, მეგაფონებით ხელში, არაერთხელ იმეორებდნენ სამოქალაქო მოძრაობის წევრები: საბა ვასაძე, კახა კეჭაყმაძე, ირმა გორდელაძე, კუკა ბარამიძე და სხვები.

მათ გამოსვლაში გამუდმებით ისმოდა, რომ არ დაუშვებდნენ “ალტ-ინფოს” ოფისის გახსნას და ამისთვის ყოველდღე ივლიდნენ აქ პროტესტის გამოსახატავად.

თავის მხრივ, “ალტ-ინფოს” ოფისიდან ისმოდა საწინააღმდეგო აზრი:

_ ვინ არიან პუტინის ხელის ბიჭები? თქვენ თავად ხართ გლობალისტების და ვიღაცის ხელის ბიჭები და მოღალატეები. ფულს გიხდიან ამ ყვირილისთვის. ჩვენ საქართველოს შვილები ვართ. ვიცავთ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას და არ გვინდა აქ კაცის კაცზე ქორწინება, მამათმავლები და მსგავსი ხალხი, _ საპასუხოდ ყვიროდნენ “ალტ-ინფოს” ოფისიდან.

_ ახლა ამათ გამოვყრი აქედან, მაგრამ დამიჭერს პოლიცია. მომცენ ნება, რომ შევიდე. ეს ტვინარეული ხალხია, ატყუებენ ამათ, რუსეთთან დავალაგებთ ურთიერთობასო. მორგოშია და სხვა ფაშისტები ასე იძახიან, ხელისუფლება კი მწვანეს უნთებს…_ არ ცხრებოდა გორდელაძე.

მალე მხარეებს შორის გინება, სხვადასხვა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო, იყო გაწევ-გამოწევაც. რომ არა პოლიციის აქტიური მცდელობა, ფიზიკური დაპირისპირება გარდაუვალი იყო.

აქცია მოგვიანებით დაიშალა, თუმცა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მუხტი არ დაიწევს და აქ ყოველდღე მოვლენ პროტესტის გამოსახატავად.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ალტ-ინფოირმა გორდელაძე
გაზიარება28Tweet17Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16 იანვარი, 2026

წინასააღდგომო ფასები ოზურგეთში

სააღდგომო სახალისო მოგონებები

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რეალობას!…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

0:00; 19.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა – არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პირი

18:52; 18.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:12; 18.01.2026
საზოგადოება

ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?

15:58; 18.01.2026
პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18.01.2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18.01.2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო