ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, ამჟამად 200 ათასამდე გარეული ინდაური ბინადრობს. მათ კანონი იცავს.
დეტროიტის ერთ-ერთ გარეუბანში “გაშინაურებული” მოზრდილი მამალი ინდაური “გოძილა” კი პენსიონერ ედნა ჰეისლერის კარმიდამოს თავისად მიიჩნევს და რამდენიმე თვეა, ედნასა და მის სტუმრებს თავზარს სცემს – დასდევს და მტკივნეულად კორტნის. სპეციალისტთა თქმით, მამალი ინდაურებისთვის ეს ტიპური საქციელია.
“გოძილა” პატრულირებას დილის 7 საათზე იწყებს, ამის გამო კარის მეზობელი პენსიონერები იძულებული არიან გაცილებით ადრე ადგნენ, რომ “მტერს” არ გადაეყარონ – ინდაური არად დაგიდევთ მეზობლების უფლებას, ისარგებლონ საერთო გზით. სამაგიეროდ, უფრთხის ცოცხს, ამიტომ
ედნა საფოსტო ყუთამდე ცოცხით ახერხებს მისვლას, სტუმრებიც მასთან ცოცხით შეიარაღებულნი დადიან…