ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში, უნივერმაღ „იმედის“ სიახლოვეს, იქ, სადაც ლიხაური-მაკვანეთის მიმართულებით სამგზავრო ტრანსპორტი ჩერდება, ერთ-ერთი სამარშრუტო მიკროავტობუსის წინ, ოზურგეთელმა პატრულებმა მანქანა შეაჩერეს და ნაცნობს გასძახეს _ „სად ხარ, რახანია არ გვინახიხარ, მოდი აგერ“. კარგახანს იმუსაიფეს, ჩვენი ვიდეოკადრის დაფიქსირების შემდეგაც, მერე კი, არხეინად გააგრძელეს გზა.
ეჭვგარეშეა, ასეთი მცირე „ცელქობის“ შემთხვევაში, ნებისმიერ მძღოლს დააჯარიმებდნენ.