პარლამენტის შენობაში, მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთავის ციხესთან მოქალაქეები პროტესტის ნიშნად შიმშილს აგრძელებენ. მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საკვებზე უარი მისმა მხარდამჭერებმაც თქვეს.
პროტესტს კიდევ ერთი ექიმი, ლევან გოგუაძეც შეუერთდა:
“მე, როგორც ექიმი, აღშფოთებული ვარ, პირდაპირ მივატოვე სამსახური ორი დღის უკან და წამოვედი. უარს ვაცხადებ პაციენტების მკურნალობაზე. ეს იქნება ძალიან ბევრი პაციენტი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი კლინიკაში.
მე მოვუწოდებ მთავრობას, თქვენ ხართ მკვლელბი, რომლებიც კლავთ საქართველოს პეზიდენტს, ჩვენ არ მოგცემთ პრეზიდენტის მკვლელობის ულებას”, – თქვა ექიმმა, ლევან გოგუაძემ.
მან კოლეგებსაც მოუწოდა, რომ არ აქვთ უფლება ისხდნენ და კმაყოფილები იყვნენ, რადგან მათ თვალწინ ადამიანი კვდება.
ცნობისთვის, დღეს, 8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
წყარო: მთავარი არხი