“პაციენტებმა თვითნებურად დატოვეს კლინიკა“, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” „არქიმედეს“ კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა.
როგორც ეკა ქვაძანაია ამბობს, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული პაციენტები საჭიროებდნენ შემდგომი კვლევების გაგრძელებას, თუმცა, მათ უარი განაცხადეს და კლინიკა დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ აბაშაში ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილო შეეჯახა, რა დროსაც 6 პირი დაშავდა, მათგან ორს დახმარება ადგილზე გაუწიეს, დანარჩენი კი კლინიკებში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, თავდაპირველად, “გურია ნიუსს” პაციენტების გაქცევის შესახებ ინფორმაცია კლინიკაში არ დაუდასტურეს